რა უპასუხა მარიამ ქვრივიშვილმა ჟურნალისტს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე, რომ შესაძლოა, პრემიერად წარადგინონ?
რა თქმა უნდა, ძალიან არასერიოზული კითხვაა და ასეთ არასერიოზულ კითხვებზე დღეს ალბათ პასუხებიც შესაბამისად არასერიოზულია, - ასე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას ეკონომიკის მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, რომელიც პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მის შესაძლო წარდგენას შეეხებოდა.
გარდა ამისა, მან დღეს ისაუბრა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობასთან დაკავშირებითაც და აღნიშნა, რომ „ეს აქტივობაა ქართველი ხალხის პასუხი ოპოზიციური პარტიების მიმართ“.