"გამომიგზავნეს სრული ვიდეო - გუშინ ვინერვიულე, რომ ვაგინე ამ კაცს, მაგრამ დღეს ვფიქრობ, რომ მეტიც შეიძლებოდა" - ნანუკა ჟორჟოლიანი
ნანუკა ჟორჟოლიანი ეხმაურება გუშინ გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ის მამაკაცს აგინებს:
"გამომიგზავნეს სრული ვიდეო. ამ კაცს (არ ვიცნობ, პირველად ვხედავდი) ვეუბნებოდი რომ ხალხისთვის ეთქვა, ორბელიანზე სპეცრაზმის წინ დარჩენილი 50 მდე ბავშვი გამოსაყვანი იყო.
უარს მეუბნებოდა, იქ ხალხიაო, არადა არ იყვნენ. შემდეგ უკვე კადრშიც ჩანს რა ხდება, მიკროფონის გარეშე მომიწია ხალხისთვის ამის თქმა და რა თქმა უნდა, წამოვიდნენ დასახმარებლად.
გუშინ ვინერვიულე, რომ ვაგინე ამ კაცს, მაგრამ დღეს ,ვფიქრობ რომ მეტიც შეიძლებოდა.
ბევრს არ დავწერ, სადღეგრძელო რომ არ გამოვიდეს, მაგრამ ვიზეც შეკვდომას ვაპირებ ეს ბავშვებია.
ხვალ, ზეგ, მაზეგ თუ იგივე მოხდება შეიძლება მეტი სიბრაზეც გამოვხატო.
ახლა მთავარი, არჩევნებში შესულ ოპოზიციას მათი ჩ***ლის გუშინდელ დღეზე შეხოცვა არ გამოუვა.იიი გავ**ნოთ.
ვის უნდიხართ რომ ემიჯნებით.სანამ ეს ბავშვები იარსებებენ, მანამდე იარსებებს იმედი, რომ გავიმარჯვებთ და ვისაც იმის სჯეროდა რომ იმავე დღეს დავამთავრებდით, თქვენი საქმე ბრძოლა არ ყოფილა." - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.