"სპექტაკლის სახელი - დიდგორი 2" - რას წერს ია ფარულავა 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით
ტელეწამყვანი და მსახიობი ია ფარულავა 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:
"სპექტაკლის სახელი - დიდგორი 2.
მთავარ როლში პაატა ბურჭულაძე, მასიურ სცენებში ოპოზიციურად განწყობილი სამღვდელოება, სასარგებლო იდიოტის როლში ბაჩო ახალაია და მურთაზ ზოდელავა ( ჩავამატე ) ხაბეიშვილი ( ?) მოქმედების ადგილი ყაველაშვილის რეზიდენცია. საწარმოო ტრამვა - წიწაკის სპრეი. სავალდებულო ტრამვა - ციხეში ჯდომა (როგორც დანარჩენი $$$$ ოპო ლიდერები )დანარჩენი აბონთან სამშაბათს" - წერს ია ფარულავა.