loader

"მშობელმა მომაწოდა ფარული აუდიოჩანაწერი საბავშვო ბაღიდან... მან გადაწყვიტა, Apple Watch-ი ჩაედო სათამაშოში და ჩაეწერა რა ხდებოდა ბაღში" - კონტენტ კრეატორი რუსკა პაპუნაშვილი საზოგადოებას აფრთხილებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მშობელმა მომაწოდა ფარული აუდიოჩანაწერი საბავშვო ბაღიდან... მან გადაწყვიტა, Apple Watch-ი ჩაედო სათამაშოში და ჩაეწერა რა ხდებოდა ბაღში" - კონტენტ კრეატორი რუსკა პაპუნაშვილი საზოგადოებას აფრთხილებს

"მშობელმა მომაწოდა ფარული აუდიოჩანაწერი საბავშვო ბაღიდან, როგორ ეპყრობიან მასწავლებლები ბავშვებს, როდესაც არავინ უყურებს. ამ შინაარსის გაზიარების მოტივაცია არის ის, რომ მინდა, ყველა მშობელმა საკუთარ ინტუიციას და ინსტიქტებს მოუსმინოს და დაუჯეროს" - ამბობს ვიდეომიმართვაში კონტენტ კრეატორი რუსკა პაპუნაშვილი.

რუსკა პაპუნაშვილის თქმით, ის მშობლის თხოვნით, არ ამბობს რომელ კერძო ბაღში მოხდა აღნიშნული ფაქტი.

"მეტად ენდეთ თქვენს ინსტიქტებს და ინტუიციას. აუცილებლად გაასაჯაროეთ ხოლმე მსგავსი ინფორმაცია. რაც უფრო მეტ ადამიანს ეცოდინება, რომ ასეთი რაღაცები ხდება ბაღებში, მით უფრო ყურადღებით იქნებიან. რაც უფრო ყურადღებით იქნებიან, მით უფრო მეტად იქნებიან მონდომებულები ბაღები, რომ ასეთი რაღაცები აღარ მოხდეს" - მიმართავს რუსკა პაპუნაშვილის მშობლებს.