loader

"უსულო საგნების გადმოყრას ჰგავდა... ჯერ მამაკაცი გადმოვარდა, შემდეგ - ქალი, შემდეგ - პარკი ჩამოაგდეს და ბოლოს ბავშვის ვარდნა დავინახე, მათი ბინა გარედან იყო დაკეტილი" - ისანში მომხდარი ტრაგედიის ახალი დეტალები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"უსულო საგნების გადმოყრას ჰგავდა... ჯერ მამაკაცი გადმოვარდა, შემდეგ - ქალი, შემდეგ - პარკი ჩამოაგდეს და ბოლოს ბავშვის ვარდნა დავინახე, მათი ბინა გარედან იყო დაკეტილი" - ისანში მომხდარი ტრაგედიის ახალი დეტალები

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და 4 ოქ­ტომ­ბერს თბი­ლის­ში. ისან­ში, "არ­ქის" კორ­პუ­სის ეზო­ში სამი ადა­მი­ა­ნი, დედა, მამა და შვი­ლი გარ­დაც­ვლი­ლი ნა­ხეს. გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი სი­მაღ­ლი­დან ვარ­დნა იყო.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლე­ბი სა­ვა­რა­უ­დოდ, რუ­სე­თის ან უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან, რომ­ლებ­საც კორ­პუს­ში ბინა ჰქონ­დათ ნა­ქი­რა­ვე­ბი. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ჰყვე­ბი­ან, სი­მაღ­ლი­დან ვარ­დნი­სას არ­ცერთ მათ­განს არ უყ­ვი­რია.ასე­ვე ცნო­ბი­ლი გახ­და ის დე­ტა­ლიც, რომ პო­ლი­ცი­ამ გარ­დაც­ვლი­ლი კა­ცის ტან­საც­მელ­ში წე­რი­ლი იპო­ვა, რო­მე­ლიც რუ­სულ ენა­ზე იყო და­წე­რი­ლი, ში­ნა­არ­სით: "ჩვენ არ ვართ მორ­წმუ­ნე­ე­ბი და რაც დაგ­ვე­მარ­თა, ჩვე­ნი ბრა­ლი­აო".

შემ­თხვე­ვა გამ­თე­ნი­ი­სას, და­ახ­ლო­ე­ბით 4 სა­ათ­ზე მოხ­და, იმ დროს, როცა მა­ცხოვ­რებ­ლე­ბის დიდ ნა­წილს ეძი­ნა. თუმ­ცა ძირს და­ცე­მის ხმა იმ­დე­ნად ძლი­ე­რი იყო, რომ თით­ქმის ყვე­ლამ გა­ი­გო. გა­რეთ გა­მო­სუ­ლებს სა­ში­ნე­ლი სუ­რა­თი დახ­ვდათ. მა­მა­კა­ცი ჯერ კი­დევ ცო­ცხა­ლი იყო, პულ­სი ესინ­ჯე­ბო­და, სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დის მოს­ვლი­სას გარ­და­იც­ვა­ლა.

შემ­ზა­რა­ვი ამ­ბის შე­სა­ხებ ამის მეტი დე­ტა­ლი ბოლო ორ დღე­ში არ გავ­რცე­ლე­ბუ­ლა. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში იწე­რე­ბა უამ­რა­ვი ვერ­სია, თუმ­ცა რა მოხ­და სი­ნამ­დვი­ლე­ში, ამას გა­მო­ძი­ე­ბა და­ად­გენს.

AMBEBI.GE-მ ექ­სკლუ­ზი­უ­რად ჩა­წე­რა ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ტრა­გე­დი­ის ად­გილ­ზე ერთ-ერთი პირ­ვე­ლი მი­ვი­და: განაგრძეთ კითხვა >>>