loader

ხანძარმა ოჯახის 7 წევრი იმსხვერპლა, ასევე, დაიღუპა 14 წლის მოზარდიც - ერთი შეხედვით უწყინარი ჩვევა, შესაძლოა, გარდაცვალების მიზეზი გახდეს, რატომ არის სახიფათო გაჯეტების ღამით დასატენად დატოვება? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხანძარმა ოჯახის 7 წევრი იმსხვერპლა, ასევე, დაიღუპა 14 წლის მოზარდიც - ერთი შეხედვით უწყინარი ჩვევა, შესაძლოა, გარდაცვალების მიზეზი გახდეს, რატომ არის სახიფათო გაჯეტების ღამით დასატენად დატოვება?

ტელეფონის დამტენი მოწყობილობების საფრთხეები და რისკები - რატომ არის სახიფათო გაჯეტების ღამით დასატენად დატოვება?

ხშირად გვხვდება ინფორმაციები მსოფლიო მედიაში, როცა ტელეფონის დამტენით გამოწვეულმა ხანძარმა ადამიანების სიცოცხლე

იმსხვერპლა. 2024 წელს, ესპანეთში, მთელი ღამით შეერთებულმა დამტენმა მოწყობილობის გადახურება გამოიწვია და ხანძარს 4 ადამიანი

ემსხვერპლა. ასვე 2024 წეელს საუდის არაბეთში, ტელეფონის დამტენისგან გამოწვეულმა ხანძარმა ოჯახის 7 წევრი იმსხვერპლა. ასევე, ცნობილი გახდა 14 წლის მოზარდის გარდაცვალების შემთხვევაც.

გასათვალისწინებელია, რომ ახალი თაობის სმარტფონთა უმეტესობას სრულად დატენვისთვის 30 წუთიდან ორ საათამდე სჭირდება.

დამუხტვის დრო დამოკიდებულია ბატარეის მოცულობაზე (დიდი მოცულობისას უფრო მეტი დრო სჭირდება) და დამტენის მიერ მიწოდებული ენერგიის რაოდენობაზე.

მსგავსი: ტელეფონის გატეხილი ეკრანების ხანა შეიძლება მალე დასრულდეს - შექმნილია თვითაღდგენადი მინატელეფონის მთელი ღამით სატენზე დატოვება არა მხოლოდ არასაჭიროა, არამედ ეს ასევე აჩქარებს ბატარეის დაბერებას. იმისათვის, რათა ბატარეის სიცოცხლის ხანგრძლივობა მაქსიმალური იყოს, თავი უნდა აარიდოთ სრული დამუხტვის ციკლებს (0%-დან 100%-მდე).

ამიტომ გამოიჩინეთ, სიფრთხილე და გაითვალისწინეთ, რომ ერთი შეხედვით უწყინარი ჩვევა, შესაძლოა, გარდაცვალების მიზეზი გახდეს.