loader

ლიკა შენგელიას მეორე ქმარი მიმართვას ავრცელებს - "მე ერთი მინდა ვთქვა, არსებობენ ქალები, რომლებსაც არასოდეს ღალატობენ და არც მიატოვებენ რთულ ცხოვრებისეულ პერიოდში, რადგან..." - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლიკა შენგელიას მეორე ქმარი მიმართვას ავრცელებს - "მე ერთი მინდა ვთქვა, არსებობენ ქალები, რომლებსაც არასოდეს ღალატობენ და არც მიატოვებენ რთულ ცხოვრებისეულ პერიოდში, რადგან..."

რამდენიმე თვის წინ ჟურნალისტ სალომე გოგიაშვილსა და მოდელ ლიკა შენგელიას შორის კონფლიქტი დაიწყო. ამის შესახებ სოციალურ ქსელებში ერთმანეთის საპასუხო უამრავი წერილი დაიწერა, რაც ქართველ საზოგადოებაში გავრცელდა. ლიკა და სალომე დეტალებს მუდმივად აზიარებენ სოციალურ ქსელში და ერთმანეთს ხშირად მიმართავენ.

ლიკა შენგელიამ სალომე გოგიაშვილს, მეუღლეზე ეჭვიანობის საფუძველზე, ფიზიკურ ძალადობაში, კერძოდ, თავის არეში ბლაგვი საგნის, სავარაუდოდ, ჩაქუჩის ჩარტყმაში დასდო ბრალი. სალომე გოგიაშვილმა ამ განცხადებას ცრუ ბრალდება უწოდა და ცილისწამებისთვის სასამართლოში ჩივილი გადაწყვიტა.

ამჯერად ლიკა ყოფილი მეუღლის ბიძინა ჯიხვაძის მხარდამჭერ პოსტს აქვეყნებს. მათი ქორწინება დიდხანს არ გაგრძელებულა. წყვილს 3 საერთო შვილი ჰყავს.

"ჩემი შვილების დედა! ყველაზე მზრუნველი და თავდადებული დედა და ეს ყველამ იცის, ვინც კი მას იცნობს. ჩვენ საოცარი 10 წელი ვიცხოვრეთ ერთად და დღემდე ერთად ვზრდით ჩვენს შვილებს. დღემდე ერთმანეთთან დიდი სიყვარული და პატივისცემა გვაკავშირებს!

მე ერთი მინდა ვთქვა, არსებობენ ქალები, რომლებსაც არასოდეს ღალატობენ და არც მიატოვებენ რთულ ცხოვრებისეულ პერიოდში, რადგან ის შვილების დედაა. ის უერთგულესი ქალი, დედა და ადამიანია! მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, ვიღაცის მახინჯი აზრი ვერ შეცვლის რეალობას და სიმართლეს. ერთი იცოდეთ ყველამ, სანამ მე ცოცხალი ვარ, მუდამ ვიქნები ჩემი ოჯახის, ჩემი ხუთი შვილის და ჩემი შვილების დედის გვერდით, მუდამ დავიცავ და არავის მივცემთ უფლებას, დაჩაგროს და შეეხოს ჩვენი ოჯახის ნებისმიერ წევრს. მთელი ჩვენი ოჯახი ერთ მუშტად არის შეკრული და ამას ვერანაირი სიმახინჯე ვერ დაანგრევს" - წერს ბიძინა. განაგრძეთ კითხვა...