loader

"გათხოვებას აიძულებდა..." - ქარელში მამამ შვილს სცემა, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გათხოვებას აიძულებდა..." - ქარელში მამამ შვილს სცემა, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი

ქარელში მამამ შვილს სცემა - დაზარალებული გოგო კლინიკაშია გადაყვანილი - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა "მოზაიკა" ავრცელებს და წერს, რომ კაცი უკვე დაკავებულია.

"გათხოვებას აიძულებდა იმ მამაკაცზე, რომელიც ამ გოგოს არ მოსწონდა. ამას მოჰყვა ჩხუბი, რა დროსაც მამა ფიზიკურად გაუსწორდა. ამ დრომდე მკურნალობის კურსს გადის საავადმყოფოში" - უთხრეს გამოცემას ოჯახის ახლობლებმა.

შსს-მ გამოძიება სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ოჯახის წევრზე ძალადობას გულისხმობს.