"ეს მაინც ნანახი გაქვთ? ამ პოსტის ავტორი რამ დაგაჭერინათ?! რა ნანუ სანდერი და მისი დაკავება, ოე!" - რას ავრცელებს ნანუკა ჟორჟოლიანი?
ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ეხმაურება ნანა სანდერის დაკავების თემას. მისი თქმით, კითხვები, რომელიც სანდერთან დაკავშირებით იყო, მისი დაკავებისთვის საკმარისი არ არის.
"ერთია კითხვები რომელსაც შეიძლებოდა ეარსება ნანუ სანდერთან, მაგრამ ეგ არც საკმარისი იყო მის დასაკავებლად და არც მუხლი აქვს წაყენებული შესაბამისი. მესმის რომ სიგიჟე პოსტებს წერდა ფეისბუქზე და არ დაუჯერა არავის აეღო, მაგრამ ეს მაინც ნანახი გაქვთ? ამ პოსტის ავტორი რამ დაგაჭერინათ?! მეგონა სერიოზულად უდგებოდით ამ ამბავს. რა ნანუ სანდერი და მისი დაკავება ოე!" - წერს ჟორჟოლიანი.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა ნანა სანდერი დააკავეს. მას ნანუკა ჟორჟოლიანი და საზოგადოების ნაწილი ემიგრანტების მიერ დარიცხული თანხის მითვისებაში ადანაშაულებდნენ.
ნანა სანდერის პოსტი