"ეს ისეთი შოკი იყო, ვერ გამოვდივართ შოკიდან... ვიცნობდი" - რას ამბობენ დავით გოგობერიშვილის შესახებ, რომელიც ავტოფარეხში გარდაცვლილი იპოვეს?
გლდანის პენიტენციური დაწესებულების ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს.
აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი. არსებული ინფორმაციით, გოგობერიშვილი გარდაცვლილი ავტოფარეხში იპოვეს, მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰქონდა ჭრილობა მიყენებული.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ცნობისთვის, დავით გოგობერიშვილმა და მისმა მოადგილემ თანამდებობები რამდენიმე თვის წინ დატოვეს. აღნიშნულ ფაქტს, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, მსჯავრდებულ გიორგი ბაჩიაშვილის საკანში მომხდარ დაპირისპირებას უკავშირებდნენ.
ვიდეო: "tv პირველი"