loader

"დღეს 211 ლარი ღირს და 300-ლარამდე გაიზრდება, ყოველდღე ძვირდება, ძველი ფასი აღარ დაბრუნდება" - რა ხდება ოქროს ბირჟაზე, მას შემდეგ რაც ოქროს ფასი რეკორდულ ნიშნულს მიუახლოვდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დღეს 211 ლარი ღირს და 300-ლარამდე გაიზრდება, ყოველდღე ძვირდება, ძველი ფასი აღარ დაბრუნდება" - რა ხდება ოქროს ბირჟაზე, მას შემდეგ რაც ოქროს ფასი რეკორდულ ნიშნულს მიუახლოვდა

მსოფლიო ბაზარზე ოქროს ფასის ზრდა თბილისის "ოქროს ბირჟაზე" უკვე აისახა. როგორც "ბიზნესპრესნიუსს" ოქროს ბირჟაზე დასაქმებულებმა უთხრეს, გუშინდელთან შედარებით, დღეს 1 გრამი გასაყიდი ოქროს ფასმა უკვე 3 ლარით მოიმატა.

"585 სინჯის "იტალიური ოქროს" გასაყიდი ფასი დღეს უკვე 211 ლარია, გუშინ 208 იყო. 750 სიანჯის ოქროს ღირებულება 270 ლარი გახდა, 999 სინჯის ოქრო, ე.წ "ბაჯაღლოს" ფასი კი 360 ლარი. ბოლო 1 წლის განმავლობაში, დაახლოებით 50%-ით არის ოქრო გაძვირებული. აქამდე 20 დღეში ერთხელ მატულობდა და ბოლო პერიოდია, ყოველ დღე იზრდება. ეს მსოფლიოში არსებულ არასტაბილურ მდგომარეობასთანაა კავშირში", - განაცხადეს ოქროს ბირჟაზე.