"მე ბოდიშს ვუხდი მას, თავს ვთვლი დამნაშავედ" - ვისზე წერს ნანუკა ჟორჟოლიანი?
ნანუკა ჟორჟოლიანი, სოციალურ ქსელში აქტივისტის, ნანა სანდერის დაკავებას ეხმაურება და წერს, რომ მას ბოდიშს უხდის.
"მიუხედავად იმისა რომ ნანა სანდერი დააკავეს ძალადობის მუხლით და ფინანსური თემა არ არსებობს მის საქმეში მე ბოდიშს ვუხდი მას.
ბოდიშს ვუხდი იმიტომ რომ მისი გვარი ბევრმა პირველად ჩემგან გაიგო, თემა აგრესიის მიზეზი გახდა.
ბოდიშს ვუხდი იმიტომ რომ არ ვიცოდი მისი პიროვნების შესახებ ბევრი რამ და ჩემმა სტატუსმა ალბათ შფოთვა და დამატებითი სტრესი მიუტანა.
ბოდიშს ვუხდი იმიტომ რომ ჩემმა სტატუსმა პროპაგანდას მწვანე აუნთო მეტად გააშავონ ის.
არანაირ ფინანსურ დარღევებს არ უარსებია. ის კითხვები, რომელიც არსებობდა ვერ გახდება მასზე დამატებითი ეჭვების მიზეზი. მე თავს ვთვლი დამნაშავედ რომ მასზე არასწორი წარმოდგენები შეიქმნა.
ვინც მის ფეისბუქს კარგად დაათვალიერებს, მიხვდება რომ ვერანაირი სტატუსი, რა შინაარსისაც არ უნდა იყოს, სერიოზულად აღქმული ვერ იქნება.
მანამდე ვიდრე საპატიმროში რჩება, ნანა იქნება ჩემი მთავარი საზრუნავი." - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.