მთავრობამ ბორჯომის „პლატოზე“ 5 ჰა-მდე მიწას ტყის სტატუსი შეუწყვიტა და ყიდის
ბორჯომში, "პლატოზე“ მდებარე 49 246 კვ.მ [დაახლოებით 5 ჰექტარი] არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს ტყის სტატუსი შეუწყდა. ირკვევა, რომ მთავრობა აღნიშნულ ტერიტორიას აუქციონის გზით ყიდის.
მთავრობის განკარგულებით, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საწყის საპრივატიზაციო თანხად 3 940 000 ლარია განსაზღვრული. აღსანიშნავია, რომ ქონება გასაყიდად აუქციონზე უკვე გამოვიდა.
საპრივატიზაციო პირობების მიხედვით, თანხის გადახდა გამარჯვებულმა ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან 45 დღის ვადაში უნდა უზრუნველყოს. გააგრძელეთ კითხვა...