"ორსული ქალი ქუჩაში სისხლით დაფარული გავიდა და დახმარება ითხოვა" - საბერძნეთში, ქართველმა კაცმა 3 თვის ორსული მეუღლე სახისა და მუცლის არეში ჩანგლით დაჭრა: შემზარავი დანაშაულის დეტალები
საბერძნეთში, 43 წლის მამაკაცმა 38 წლის მეუღლე, რომელიც 3 თვის ორსულია, სახისა და მუცლის არეში ჩანგლით დაჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ ბერძნული მედია ავრცელებს. მათი ცნობით, ცოლ-ქმარი ქართული წარმომავლობისაა.
ქალი ქუჩაში სისხლით დაფარული გავიდა და დახმარება ითხოვა.
მხედველობის შესანარჩუნებლად ქალს ოპერაცია ჩაუტარდა, ნაყოფი უვნებელი გადარჩა. ბერძენმა სამართალდამცველებმა კაცი ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
"30 წელია საავადმყოფოში ვმუშაობ და აქამდე არასდროს მინახავს მსგავსი. მას მთელ სახეზე სცემეს, ის ალბათ, დიდი სიძულვილით ურტყამდა. ალბათ, მისი მოკვლა, სიცოცხლის ხელყოფა სურდა“, - ამბობს ექიმი.
ბერძნული მედიიც ცნობითვე, დამნაშავე სხვადასხვა დანაშაულისთვის 7-ჯერ იყო დაკავებული. მან საპატიმრო მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში დატოვა.