loader

17 წლის გოგონას, რომელიც სანადირო თოფიდან შემთხვევით გასროლილი ტყვიით დაიჭრა, საზოგადოების დახმარება ესაჭიროება - მისი მდგომარეობა მძიმეა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

17 წლის გოგონას, რომელიც სანადირო თოფიდან შემთხვევით გასროლილი ტყვიით დაიჭრა, საზოგადოების დახმარება ესაჭიროება - მისი მდგომარეობა მძიმეა

17 წლის გო­გო­ნას, რო­მე­ლიც სა­ნა­დი­რო თო­ფი­დან შემ­თხვე­ვით გას­რო­ლი­ლი ტყვი­ით და­იჭ­რა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის დახ­მა­რე­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბა.

რო­გორც Khobi-info ავ­რცე­ლებს, მა­რი­ამ ამ­ბა­ლი­ას ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა, რის გა­მოც მისი თურ­ქეთ­ში და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­დაყ­ვა­ნა არის სა­ჭი­რო. ოჯახს ფი­ნან­სუ­რი სახ­სრე­ბი არ გა­აჩ­ნია და სა­ზო­გა­დო­ე­ბას დახ­მა­რე­ბის თხოვ­ნით მი­მარ­თა­ვენ.

“17 წლის მა­რი­ამ ამ­ბა­ლია, რო­მე­ლიც მძი­მედ და­შავ­და სა­ნა­დი­რო თო­ფი­დან შემ­თხვე­ვით გას­რო­ლი­ლი ტყვი­ით, სი­ცო­ცხლის­თვის იბ­რძვის. მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის გამო სას­წრა­ფოდ სა­ჭი­რო­ებს თურ­ქეთ­ში გა­დაყ­ვა­ნას. სა­ზო­გა­დო­ე­ბას უმორ­ჩი­ლე­სად ვთხოვთ შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად და­ვეხ­მა­როთ მა­რი­ამს!

თან­ხის მიმ­ღე­ბი: ეკა გა­ბი­სო­ნია.

პ/ნ 29001009563

ან­გა­რი­შის ნო­მე­რი - საქ.ბან­კი GE55BG0000000609401350“ - აღ­ნიშ­ნუ­ლია გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

ცნობისთვის, შემ­თხვე­ვა ხო­ბის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ერთ-ერთ სო­ფელ­ში მოხ­და.არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­ზარ­დე­ბი ბე­ბი­ის და­ბა­დე­ბის დღე­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, რა დრო­საც 16 წლის ბიჭს სა­ნა­დი­რო თოფი გა­უ­ვარ­და. გო­გო­ნას და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ზედა კი­დუ­რის, გულ-მკერ­დი­სა და თა­ვის არე­ში აღე­ნიშ­ნე­ბა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცნო­ბით, ისი­ნი ერ­თმა­ნე­თის ბი­ძაშ­ვი­ლე­ბი არი­ან.

დაჭ­რი­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნი ჯერ ფო­თის ჰოს­პი­ტალ­ში მი­იყ­ვა­ნეს, სა­დაც პირ­ვე­ლა­დი გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბა გა­ე­წია. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი, შე­სა­ბა­მი­სი პრო­ფი­ლის კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ახ­ლობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გო­გო­ნას მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს” შსს-ში გა­ნუ­ცხა­დეს, გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 124-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გუ­ლის­ხმობს ჯან­მრთე­ლო­ბის ნაკ­ლე­ბად მძი­მე ან მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბას გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით.