გარდაიცვალა ჰოლივუდის ვარსკვლავი, ოსკაროსანი მსახიობი დაიან კიტონი
ოსკაროსანი მსახიობი, ჰოლივუდის ვარსკვლავი დაიან კიტონი 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან პოპულარობა 1970-იან წლებში მოიპოვა ფილმებში "ნათლიმამაში" შესრულებული როლით.
ასევე ის მონაწილეობდა ისეთ ფილმებში, როგორებიცაა Father of the Bride, First Wives Club და Annie Hall, რომლისთვისაც 1978 წელს ოსკარი მიიღო საუკეთესო ქალი მსახიობის კატეგორიაში.Annie Hall-ში შესრულებული როლისთვის მან ასევე მოიპოვა "ოქროს გლობუსი" და BAFTA-ს ჯილდო.
როლებშიც და პირად ცხოვრებაშიც, კიტონი ცნობილი იყო თავისი უნიკალური სტილით, რომელიც ხშირად მამაკაცის სამოსსა და ფართოფარფლიან ქუდს ატარებდა.
ოჯახის წარმომადგენელმა ჟურნალ People-ს განუცხადა, რომ მსახიობი გასულ შაბათს, კალიფორნიაში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.