loader

დღეიდან ევროკავშირში საზღვრის გადაკვეთის ახალი სისტემა ამოქმედდა - რა უნდა გაითვალისწინოთ? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დღეიდან ევროკავშირში საზღვრის გადაკვეთის ახალი სისტემა ამოქმედდა - რა უნდა გაითვალისწინოთ?

ევროკავშირი დღეიდან, 12 ოქტომბრიდან, საზღვრის გადაკვეთის წესებს ცვლის, რასაც ყველა წევრი ქვეყანა უნდა შეუერთდეს. პროცედურა სახის სკანირებასა და თითის ანაბეჭდის აღებას მოიცავს. ინფორმაციას unian ავრცელებს.

ის ქვეყანაში შემავალი და გამავალი ყველა პირისთვის მუდმივად იმოქმედებს.

ევროკავშირის ამოცანა არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა და მონაცემთა საკუთარი ბაზის მოდერნიზებაა, რომ სხვადასხვა ქვეყანა ერთმანეთთან დააკავშიროს, უსაფრთხოება გააძლიეროს და, განსაკუთრებით, შენგენის ზონის გარე საზღვრებზე მესაზღვრეებს მესამე ქვეყნის მოქალაქეების გაკონტროლების საშუალება მისცეს.

ინფორმაციისთვის, ევროპარლამენტმა საზღვრის გადაკვეთის, ანუ შესვლა-გასვლის ახალი სისტემა (Entry\Exit System-EES) ივლისში დაამტკიცა. ის შეეხება ყველა სხვა ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც ამ ეკონომიკური გაერთიანების წევრი არ არის.

პასპორტში ჩვეულებრივი შტამპის ნაცვლად, ტურისტებს ბიომეტრიული მონაცემების შეგროვებისთვის მნიშვნელოვანი პროცედურის გავლა მოეთხოვებათ, როგორიც არის თითის ანაბეჭდი, სახის სკანირება და საერთაშორისო პასპორტი. ასევე, პირი მისი პერსონალური მონაცემების დამუშავებას უნდა დაეთანხმოს, რაც სისტემაში შეინახება. მონაცემთა შესაბამის ბაზაში, რომელიც მუდმივად განახლდება, ევროპის ქვეყნებში შესვლისა და გასვლის შესახებ ინფორმაცია იქნება შენახული. ამასთან, ბიომეტრიული მონაცემების შეგროვებისა და სხვა ახალი ზომების გამო მონაცემთა დამუშავებისა და საზღვრის გადაკვეთის დრო შესაძლოა, გაიზარდოს.

არსებული ინფორმაციით, ეს პროცედურა ერთჯერადი კი არ იქნება, არამედ ევროკავშირის ქვეყნებში საზღვრის გადაკვეთისას ყოველ ჯერზე გატარდება. ის მომავალი წლის მარტისთვის პასპორტის შტამპებს სრულად ჩაანაცვლებს. მონაცემთა შეგროვება და დამუშავება ავტომატურად მოხდება.

პოლონეთმა ახალი სისტემის ტესტირება უკვე დაიწყო, ხოლო 12 ოქტომბრიდან EES-პროცედურა თანდათან სხვა ქვეყნებშიც დაინერგება. ის შესაძლოა, ერთდროულად ყველა შესაბამის საზღვარზე ამოქმედდეს.

წყარო: BPN