"ყველგან გეძებ მა, ხალხში, ჰაერში, ცაში, ძილში თუ ცხადში, ყველგან შენ ხარ მა! უბრალოდ ერთი რამე მაკლია: " - ბუკა პეტრიაშვილის შვილის გარდაცვალებიდან 1 წელი გავიდა
ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილის შვილის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა. შვილის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში წერს.
"შარშან ამ დღეს შო გაფრინდა; გაფრინდა მარადისობაში!
ისე იცხოვრა ეს ცოტა ხანი აქ რომ ზუსტადაც მარადისობაში! ამდენი სიყვარული აფრქვია; ამდენი სიხარული აზიარა ;"მე სადაც ვარ, იქ მოწყენა არ იქნება" - მისია ჰქონდა თავისთვის.
ყველგან გეძებ მა, ხალხში, ჰაერში, ცაში, ძილში თუ ცხადში.
ყველგან შენ ხარ მა! უბრალოდ ერთი რამე მაკლია: " რაუახარ მამსონ შოთაევიჩ"! მე სულ შენთან ვარ ჩემო შოსკი!" - წერს ბუკა პეტრიაშვილი.