loader

“4 ოქტომბრის „შემოქმედებმა“ საზოგადოების დემორალიზაციის კამპანია მაინც შეწყვიტონ, დროა - მოიგებს საქართველო ამ ომს” - რას წერს სალომე სამადაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“4 ოქტომბრის „შემოქმედებმა“ საზოგადოების დემორალიზაციის კამპანია მაინც შეწყვიტონ, დროა - მოიგებს საქართველო ამ ომს” - რას წერს სალომე სამადაშვილი

4 ოქტომბრის „შემოქმედებმა“ საზოგადოების დემორალიზაციის კამპანია მაინც შეწყვიტონ, დროა - ჩაივლის ყველაფერი, მოიგებს საქართველო ამ ომს. სასაცილოდ გამოჩნდება ყველა, ვინც ახლა განწირული ჰეროიზმის ნარატივით თრგუნავს საზოგადოებას, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ისტორიამ თავად უნდა შეაფასოს, თუ რა იყო 4 ოქტომბერი.

„4 ოქტომბრის „შემოქმედებმა“ საზოგადოების დემორალიზაციის კამპანია მაინც შეწყვიტონ, დროა. 4 ოქტომბრის 24 წლის აჯანყებასთან შედარებას რომ მოვრჩეთ, ამაზე შევთანხმდეთ, არაა დრო?

არც გასული საუკუნის 20-იანი წლებია, არც ბიძინაა სტალინი, და ჩვენც 30 წელია უკვე დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ. განწირული ბრძოლების ანალოგიები ემსახურება მტრის ინტერესებს.

არაა ეს ქვეყანა განწირული. აცალეთ ისტორიას, თავად შეაფასოს, რა იყო 4 ოქტომბერი.

ჩვენ რაც ვიცით დამაიმედებელია - არ იმუშავა სუს-ის პროვოკაციამ, ხალხის დიდ ნაწილს სჯერა, რომ პოლიტიკური უპასუხისმგებლობის შედეგია, რაც მოხდა. ხალხი უთანაგრძნობს მსხვერპლს, ახალ პატიმრებს. ეს ჯანსაღია.

არანაირი ზეგავლენა არ მოახდინა ამ პროვოკაციამ რწმენაზე, რომ ეს რეჟიმი უნდა შეიცვალოს, სწრაფად. ვერავინ მოატყუა რეჟიმმა, ვერც ქვეყნის შიგნით, ვერც გარეთ.

ჩაივლის ყველაფერი, მოიგებს საქართველო ამ ომს. სასაცილოდ გამოჩნდება ყველა, ვინც ახლა განწირული ჰეროიზმის ნარატივით თრგუნავს საზოგადოებას“, - წერს სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში.