loader

"ერთი ბრალდებული მოტყუებით დაეუფლა მოქალაქის კუთვნილ ორ ავტომობილს, ხოლო მეორე 50 000 ლარამდე ღირებულების ხორცპროდუქტს" - პოლიციამ ორი პირი თაღლითობის ბრალდებით დააკავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ერთი ბრალდებული მოტყუებით დაეუფლა მოქალაქის კუთვნილ ორ ავტომობილს, ხოლო მეორე 50 000 ლარამდე ღირებულების ხორცპროდუქტს" - პოლიციამ ორი პირი თაღლითობის ბრალდებით დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, წარსულში ნასამართლევი ორი პირი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერთ-ერთი ბრალდებული მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილ ორ ავტომობილს. კერძოდ, ბრალდებული დაზარალებულს დაჰპირდა, რომ მისგან შეძენილი ავტომობილების საფასურს ნაწილ-ნაწილ გადაუხდიდა, თუმცა შეთანხმება არ შეასრულა. შსს-ს ცნობით, გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ ბრალდებული თაღლითურად დაეუფლა კიდევ ერთი მოქალაქის თანხას.

რაც შეეხება თაღლითობის ბრალდებით დაკავებულ კიდევ ერთ პირს გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ერთ-ერთი საწარმოს 50 000 ლარამდე ღირებულების ხორცპროდუქტს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი 2 პირი: 1988 წელს დაბადებული გ.ზ. და 2000 წელს დაბადებული ბ.ხ. თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი ბრალდებული გ.ზ. მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ერთ-ერთი მოქალაქის - 1986 წელს დაბადებული ე.ჯ. -ს კუთვნილ ორ ავტომობილს. კერძოდ, ბრალდებული დაზარალებულს დაჰპირდა, რომ მისგან შეძენილი ავტომობილების საფასურს ნაწილ-ნაწილ გადაუხდიდა, თუმცა შეთანხმება არ შეასრულა. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ე.ჯ.-ს 30 167 ლარის, დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი მიადგა. გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ ბრალდებული თაღლითურად დაეუფლა კიდევ ერთი მოქალაქის თანხას.

რაც შეეხება თაღლითობის ბრალდებით დაკავებულ კიდევ ერთ პირს ბ.ხ. - ს, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ერთ-ერთი საწარმოს 50 000 ლარამდე ღირებულების ხორცპროდუქტს.

თაღლითობის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით მიმდინარეობს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.