loader

სამარშრუტო ტაქსებში ხმის გამაძლიერებლები ღამით ფარულად ჩაჭრეს - ჯაბა სამუშია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სამარშრუტო ტაქსებში ხმის გამაძლიერებლები ღამით ფარულად ჩაჭრეს - ჯაბა სამუშია

რადიო "პალიტრის" (FM 103,9) გადაცემა "რეზიუმეს" ეთერში ჯაბა სამუშიამ სამარშრუტო ტაქსებში რადიოს სიხშირის გათიშვის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთა:

"როდესაც სამარშრუტო ტაქსის მძღოლებმა მანქანები მიიყვანეს ავტოსადგომზე, მათ ყველას მოსთხოვეს გასაღების დატოვება. ღამით იმუშავა სპეციალურმა ჯგუფმა და მოხდა ხმის გამაძლიერებელთან შემაერთებელი სადენების ჩაჭრა და რადიოს გათიშვა. შესაძლებელია, რადიო ჩართო, მაგრამ ხმა არ ისმის. ამის შემდეგ დაიწყეს მძღოლების გაფრთხილება, თუ ვინმე ჩართავს რადიოს, სამსახურს დაკარგავს. გარდა ამისა, ხდება შერჩევითი შემოწმება ყოველ საღამოს, განსაკუთრებით, გამოცდილი მძღოლების "მარშრუტკების", ხომ არ მოახერხეს სადენების აღდგენა". - აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.

იხილეთ გადაცემის სრული ჩანაწერი