loader

კადრები, რომლებიც აქამდე არ გავრცელებულა - ვიდეოში ჩანს, რა ხდებოდა მაღაზიაში, სანამ ხატია ვიბლიანი არასრულწლოვანს ფიზიკურად დაუპირისპირდებოდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები, რომლებიც აქამდე არ გავრცელებულა - ვიდეოში ჩანს, რა ხდებოდა მაღაზიაში, სანამ ხატია ვიბლიანი არასრულწლოვანს ფიზიკურად დაუპირისპირდებოდა

როგორ იძალადა მკლავჭიდელმა ხატია ვიბლიანმა არასრულწლოვანზე - უფლებადამცველი თათია მაისურაძე სოციალურ ქსელში მაღაზიის შიდა და გარე ტერიტორიის ვიდეოჩანაწერებს ავრცელებს. შემთხვევა 2025 წლის 11 სექტემბერს მოხდა.

"არასრულწლოვანზე სასტიკი ძალადობის საქმესთან დაკავშირებით, გიზიარებთ მაღაზიის შიდა და გარე ტერიტორიის ვიდეოჩანაწერებს; ჩანაწერებით უტყუარად დგინდება, რომ ხატია ვიბლიანი უხეშად და აგრესიულად ეკამათება მაღაზიის თანამშრომელს; არასრულწლოვანი

მას მოუწოდებს შეწყვიტოს კამათი და დატოვოს მაღაზია, რის შემდეგაც ბრალდებული მაღაზიაშივე უსწორდება მას ფიზიკურად; ბრალდებული დაჟინებით ექაჩება არასრულწლოვანს მაღაზიის გარეთ, რათა კამერებს მიღმა შეძლოს მასთან უფრო სასტიკად გასწორება;

ხატია ვიბლიანი შეგნებულად ელოდება არასრულწლოვანს მაღაზიის გარეთ და პირველი შესაძლებლობისთანავე აგრძელებს მასზე ფიზიკურ, სასტიკ ძალადობას; ვიდეოჩანაწერებით არაერთ კითხვას გაეცა პასუხი; (სრული ჩანაწერები ბევრად ვრცელი და მძიმეა) სიმართლე არასდროს

იმალება. პირი, რომელიც თავს უფლებას აძლევს ასე სასტიკად გაუსწორდეს ადამიანს - არასრულწლოვანს, ვალდებულია კანონის წინაშე პასუხი აგოს ამ ქმედების შედეგებზე", - წერს ადვოკატი თათია მაისურაძე.