ნატალია ქუთათელაძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
ნატალია ქუთათელაძეს მამა გარდაეცვალა. სამწუხარო ინფორმაციას მომღერალი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"მამიკო" – წერს ნატალია ქუთათელაძე და მამის ფოტოს აქვეყნებს.
მერაბ ქუთათელაძე ეკა მამალაძის მეორე მეუღლე იყო. მათ რამდენიმე წელი იცხოვრეს ერთად. მომღერალმა მერაბზე 31 წლის ასაკში იქორწინა.
"ნატალია 12-13 წლის იყო, როდესაც მე და მერაბი დავშორდით. არც მე და არც მას ისეთი არაფერი გაგვიკეთებია, მაგრამ… ჩვენი ურთიერთობა შეიცვალა, ალბათ ასეც ხდება ცხოვრებაში" - ამბობდა ეკა მამალაძე ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში.