"ჰამასმა" ღაზაში დარჩენილი 13 მძევალი გაათავისუფლა
„ჰამასმა“ ღაზაში მყოფი ბოლო 13 ცოცხალი მძევალი „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს“ გადასცა, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ღაზაში რჩება 28 მძევლის ცხედარი და მათი ნაწილის ისრაელში გადასვენება დღესვე იგეგმება.
შეგახსენებთ, „ჰამასმა“ დღეს, საერთო ჯამში, 20 ცოცხალი მძევალი გაათავისუფლა.