loader

"ემოციის გარეშე ვერ ვისაუბრებ... ლევან ჯანგველაძის მკვლელობა დაგეგმილი არ მქონდა..." - რა თქვა გელა უძილაურმა სასამართლო პროცესზე, ჩვენების მიცემისას? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ემოციის გარეშე ვერ ვისაუბრებ... ლევან ჯანგველაძის მკვლელობა დაგეგმილი არ მქონდა..." - რა თქვა გელა უძილაურმა სასამართლო პროცესზე, ჩვენების მიცემისას?

[ლევან ჯანგველაძის მკვლელობა] დაგეგმილი არ მქონდა, ეს იყო სპონტანური. როგორ შეიძლება ჯანმრთელმა ადამიანმა მკვლელობა დაგეგმოს შუა ჭავჭავაძეზე? - ამის შესახებ ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულმა გელა უძილაურმა სასამართლო პროცესზე, ჩვენების მიცემისას განაცხადა.

უძილაური, რომელიც ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებდა, სასამართლო სხდომაზე დღეს პირველად ალაპარაკდა და განაცხადა, რომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობა „პირად წყენას უკავშირდება“.

უძილაური ამბობს, რომ 2022 წელს, ლევან ჯანგველაძესთან, კიევში, ფიზიკური დაპირისპირება მოუვიდა მას და მის უკრაინელ მეგობარს, სერგეი ბონდარენკოს, რის გამოც შეურაცხყოფილი იყო.

„2022 წელს ვიყავი უკრაინაში. 2 თვე მომიწია ცხოვრება. საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიმიღია, ფიზიკური მომზადების ინსტრუქტორად ვმუშაობდი. იქ გავიცანი სერგეი ბონდარენკო, ჩემი ძმაკაცია. სერგეის ჰქონდა თავისი ბიტკოინების ქარხანა. ქარხანა მას წაართვეს მოსკოვში ცნობილმა კრიმინალებმა, ერთ-ერთი ლევან ჯანგველაძე იყო ჩართული…ლევანთან „სკაიპით“ დავკონტაქტდი [სერგეის მეშვეობით]…

ემოციის გარეშე ვერ ვისაუბრებ. მე და სერგეი მივედით ლევანთან შეხვედრის ადგილას. მოვიდნენ, 8-10 კაცი იქნებოდა. ძალიან საზიზღრად მოგვექცნენ, გადაგვიარეს. ჩაგვყარეს „ბაგაჟნიკებში“ და წაგვიყვანეს სადღაც. უზომოდ შეურაცხყოფილები და გასაზიზღრებულები დაგვტოვეს. იქედან წამოვედი საქართველოში…. მაინტერესებდა ლევანის პიროვნება, ვინ იყო, რა იყო. ადამიანი რომ ძაღლს ჯოხს დაარტყამს, ძაღლსაც აქვს აგრესია და მე ადამიანი ვარ და ჩემი ღირსება მაქვს და ვიღაც რომ ბევრი ფული აქვს და ა.შ. ასე არ არის, რა. შეურაცხყოფილი ვიყავი. ვიცოდი, რომ ლევანი იშვიათად ჩამოდიოდა საქართველოში, მაგრამ ინფორმაციის დონეზე მისით სულ ვინტერესდებოდი, მინდოდა დალაპარაკება. მინდოდა მეთქვა, როგორც შენ მოგვექეცი, მაგის საჭიროება არ იყო-მეთქი... პირდაპირ გეტყვით, რომ ლევანთან პირდაპირი კონფლიქტი არ მაწყობდა…

13 მარტს სერგეი მოვიკითხე, რომელმაც მითხრა, ლევანის ახლო მეგობარი დაიღუპა საქართველოშიო. ვუთხარი მისამართი და გარდაცვლილის სახელი და გვარი გამიგე-მეთქი. მითხრა, გურამ გოგია, რომელიც ჭავჭავაძის დასაწყისში ცხოვრობსო.

ვიყავი ჭავჭავაძეზე და ვნახე მისამართი, სამძიმარი სადაც იყო. მერე წავედი სახლში. შაბათს იყო დასაფლავება… პარასკევს საღამოს სახლიდან რომ გამოვედი, თხელი კლასიკური ჩასაცმელი მეცვა. ხელში მეჭირა „ცელოფანი“. იარაღი, რომელიც მქონდა, გარდაცვლილი მეგობრის, ვალერი თანიშვილის ნაჩუქარი იყო….

მოკლედ, ჩემი დღის რეჟიმი იყო ასეთი, ლევანის ან ვნახავდი ან არ ვნახავდი. პარასკევს მინდოდა ლევანის ნახვა, ცოტა რთული მოსაყოლია…

[ჭავჭავაძის გამზირზე] ლევანმა რომ გამიარა, ძალიან დამაკვირდა, ადამიანი რომ სადღაც გინახავს და ვერ იცნობ, ამდაგვარი სახე ჰქონდა. ვაპირებდი, რომ გამოვლაპარაკებოდი და მეთქვა, მაშინ შენ რაც გაგვიკეთე, ამის საჭიროებას არ წარმოადგენდა-მეთქი. აღელვებული ვიყავი ბატონო მოსამართლე. არ მინდოდა პირდაპირ კონფლიქტში შევსულიყავი ლევანთან. ვიფიქრე, პანაშვიდზე ხომ ავა და რომ ჩამოვა… მოკლედ, ლევანი ჩამოვიდა, მარტო იყო, ასე დავინახე. რომ ჩამოვიდა, სკამზე ვიჯექი და ფეხზე დავდექი. ცივილურად მინდოდა დავლაპარაკებოდი. თან თითქოს ჩაილაპარაკა, აი, სადღაც რომ ადამიანი გყავს ნანახი, ეგრე. ვიფიქრე დაველაპარაკები-მეთქი. რომ გამოიარა - შემომხედა, მაგრამ არ გაჩერდა. ჩქარა მიდიოდა, მეც ჩქარა მივდიოდი… ერთი შემოტრიალება შემოტრიალდა, რომ შემომხედა - დავინახე, დაძახებას ვაპირებდი და როგორც კი „რესკად“ შემოტრიალდა, შემომხედა და მეც შევხედე. განაგრძეთ კითხვა>>>