loader

დღეს სვეტიცხოვლობაა - რა უნდა ვიცოდეთ ამ დღის შესახებ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დღეს სვეტიცხოვლობაა - რა უნდა ვიცოდეთ ამ დღის შესახებ

სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია “წმინ­და დი­დე­ბულ­თა ათორ­მეტ­თა მო­ცი­ქულ­თა კრე­ბას" - სვე­ტი­ცხოვ­ლო­ბას აღ­ნიშ­ნავს. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ტაძ­რებ­ში წირ­ვა-ლოც­ვა შეს­რულ­დე­ბა.

სვე­ტი­ცხოვ­ლო­ბის დღე­სას­წა­უ­ლი წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ, 14 ოქ­ტომ­ბერს და 13 ივ­ლისს აღი­ნიშ­ნე­ბა.14 ოქ­ტომ­ბერს ეკ­ლე­სია ქრის­ტეს კვართს იხ­სე­ნი­ებს, 13 ივ­ლისს კი - ქრის­ტეს ყვე­ლა მო­ცი­ქულს.

წმინ­და სა­ხა­რე­ბის მი­ხედ­ვით, იესო ქრის­ტემ 12 მო­ცი­ქუ­ლი გა­მო­არ­ჩია. მათ­გან ერ­თმა, იუდა ის­კა­რი­ო­ტელ­მა იგი გას­ცა. შემ­დგომ მის ნაც­ვლად უფალ­მა მა­ტა­თა მო­ცი­ქუ­ლი გა­მო­არ­ჩია, რო­მელ­მაც სა­ქარ­თვე­ლო­ში იქა­და­გა. ამ­დე­ნად, ამ დღეს ეკ­ლე­სია წმინ­და მო­ცი­ქუ­ლებს: პეტ­რეს და მის ძმას ან­დრი­ას, ია­კობ­სა და მის ძმას იო­ა­ნეს, ფი­ლი­პეს, ბარ­თლო­მეს, თო­მას, მა­თეს, ია­კობ ალ­ფესს, იუდა ია­კო­ბი­სას (თა­დე­ო­ზი­სა), სი­მონ მო­შურ­ნეს და მა­ტ­ა­თას იხ­სე­ნი­ებს.

რაც შე­ე­ხე­ბა 14 ოქ­ტომ­ბერს, გად­მო­ცე­მის თა­ნახ­მად, უფ­ლის ჯვარ­ცმის შემ­დეგ იე­სოს კვარ­თი წი­ლად მცხე­თა­ში მცხოვ­რებ ებ­რა­ე­ლებს - ელი­ოზ­სა და ლონ­გი­ნოზს ერ­გოთ, რომ­ლებ­მაც სიწ­მინ­დე მცხე­თა­ში ჩა­მო­აბ­რძა­ნეს. ელი­ო­ზის დამ, სი­დო­ნი­ამ კი უფ­ლის კვარ­თი გულ­ში ჩა­იკ­რა და სული გა­ნუ­ტე­ვა. იგი სიწ­მინ­დეს­თან ერ­თად დაკ­რძა­ლეს. სი­დო­ნი­ას საფ­ლავ­ზე კი კვი­პა­რო­სის ხე ამო­ვი­და.

მე-4 სა­უ­კუ­ნე­ში, წმინ­და მე­ფის მი­რი­ა­ნის და დე­დო­ფალ ნა­ნას მე­ფო­ბის ჟამს, კვი­პა­რო­სის ად­გილ­ზე ტაძ­რის მშე­ნებ­ლო­ბა გა­და­წყვი­ტეს. კვი­პა­რო­სის ხის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი ერთ-ერთი სვე­ტი კი მშე­ნებ­ლებს არ ემორ­ჩი­ლე­ბო­და. წმინ­და მო­ცი­ქულ­თა სწორ ნი­ნოს ლოც­ვე­ბით სვე­ტი ღვთის მიერ გაბრ­წყინ­და და ჰა­ერ­ში 12 წყრთის სი­მაღ­ლე­ზე გა­ჩერ­და. ნათ­ლის სვე­ტის თაყ­ვა­ნის სა­ცე­მად მთე­ლი მცხე­თა შე­იკ­რი­ბა. ნათ­ლის სვე­ტი სას­წა­უ­ლებს ახ­დენ­და.

V სა­უ­კუ­ნის მე-2 ნა­ხე­ვარ­ში, წმინ­და ნი­ნოს რჩე­ვით აშე­ნე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი ხის ეკ­ლე­სი­ის დან­გრე­ვის შემ­დეგ, წმინ­და მე­ფემ ვახ­ტანგ გორ­გა­სალ­მა ბა­ზი­ლი­კის ტი­პის ტა­ძა­რი ააგო, XI სა­უ­კუ­ნე­ში კი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ბა­ზი­ლი­კის ად­გილ­ზე ქარ­თლის კა­თო­ლი­კოს­მა მელ­ქი­სე­დეკ­მა ახა­ლი ტა­ძა­რი - სვე­ტი­ცხო­ვე­ლი, რომ­ლის ხუ­როთ­მო­ძღვა­რიც არ­სუ­კი­ძე იყო.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­კა­თედ­რო ტაძ­რის გა­ლა­ვანს ულა­მა­ზე­სი სამ­რეკ­ლო ამ­შვე­ნებს, მაგ­რამ ცო­ტამ თუ იცის მისი მძი­მე ხვედ­რი და ის, თუ რო­გორ აღად­გი­ნეს 200 წლის შემ­დეგ. სა­ქარ­თვე­ლოს და­პყრო­ბი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ავ­ტო­კე­ფა­ლი­ის გა­უქ­მე­ბის შემ­დეგ, რუსი ეგ­ზარ­ქო­სე­ბის უდი­ერ­მა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბამ სვე­ტი­ცხო­ველ­ზე თა­ვი­სი შე­დე­გი გა­მო­ი­ღო. 1826 წლის 1-ელ მა­ისს მცხე­თის სვე­ტი­ცხოვ­ლის გა­ლა­ვან­ში არ­სე­ბუ­ლი სამ­რეკ­ლო სრუ­ლად ჩა­მო­იქ­ცა. ნან­გრე­ვებ­ში მოყ­ვა გა­ლავ­ნის კე­დელ­თან მდგა­რი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი, რა­საც ტრა­გე­დია მოჰ­ყვა. მას შემ­დეგ სვე­ტი­ცხო­ველს სამ­რეკ­ლო არ ჰქო­ნია. 200 წლის შემ­დეგ, 2004 წელს, ის მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის ძა­ლის­ხმე­ვით აღად­გი­ნეს, ისე­ვე რო­გორც სვე­ტი­ცხოვ­ლის სა­კურ­თხევ­ლის ია­ტა­კი.