loader

"ძალიან რთულია ჩემთვის ამ განცხადების გაკეთება" - სოფელ საბერიოში, ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 5 გოგონას დედა ვიდეომიმართვას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ძალიან რთულია ჩემთვის ამ განცხადების გაკეთება" - სოფელ საბერიოში, ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 5 გოგონას დედა ვიდეომიმართვას ავრცელებს

ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში, კერ­ძოდ სო­ფელ სა­ბე­რი­ო­ში, სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძრის შე­დე­გად გარ­დაც­ვლი­ლი 5 ბავ­შვის მშობ­ლე­ბი - ქრის­ტი და ვი­ტა­ლი, და­შორ­დნენ.

ამის შე­სა­ხებ ვი­დე­ო­მი­მარ­თვი­დან ხდე­ბა ცნო­ბი­ლი, რო­მელ­საც ზან­და ზო­ი­ძე ავ­რცე­ლებს. ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში ქრის­ტი მისი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს და აღ­ნიშ­ნავს, რომ ტრა­გე­დი­ა­ზე და მე­უღ­ლეს­თან და­კავ­ში­რე­ბულ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი ძა­ლი­ან უჭირს.

ცნობისთვის, ტრა­გე­დია სო­ფელ სა­ბე­რი­ო­ში, ჭო­ლა­რი­ე­ბის ოჯახ­ში, მიმ­დი­ნა­რე წლის 5 იან­ვარს მოხ­და. სახ­ლში გა­ჩე­ნილ ხან­ძარს 5 მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. ბე­ბი­ას­თან ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი­დან სა­ა­ხალ­წლოდ სტუმ­რად ჩა­სუ­ლი ხუთი შვი­ლიშ­ვი­ლი იმ­ყო­ფე­ბო­და. ბე­ბი­ამ გა­სათ­ბო­ბად ღუ­მე­ლის ან­თე­ბა გა­და­წყვი­ტა, რა დრო­საც ნავ­თი ბენ­ზინ­ში აე­რია და აღ­ნიშ­ნულ­მა ხან­ძა­რი გა­მო­იწ­ვია.

არას­რულ­წლო­ვა­ნე­ბის გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა - ენ­გურ­ჰე­სის სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებს შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მის­ვლი­სას სახ­ლი სრუ­ლად დამ­წვა­რი დახ­ვდათ.

და­ღუ­პუ­ლი ხუთი ბავ­შვი­დან უფ­რო­სი გოგო 8 წლის იყო, უმ­ცრო­სი - 4 თვის.