ვრცელდება უმძიმესი კადრები, ავტომობილის მძღოლი ცოცხლად დაიწვა, მას შემდეგ, რაც კარები „ჭკვიანი“ სისტემით ჩაიკეტა - ვიდეოში ჩანს, როგორ ცდილობენ თვითმხილველები კარის გატეხვას, შემთხვევა ჩინეთში მოხდა
ჩინეთში Xiaomi-ს ელექტრომობილის მძღოლი ცოცხლად დაიწვა მას შემდეგ, რაც კარები „ჭკვიანი“ სისტემით ჩაიკეტა. ჩინური მედიის ცნობით, მანქანა გზის გამყოფს შეეჯახა და მაშინვე ცეცხლი გაუჩნდა. კარები პროგრამული უზრუნველყოფის გაუმართაობის გამო ჩაიკეტა და არა კორპუსის დეფორმაციის. თვითმხილველებმა კარის გატეხვა სცადეს, მაგრამ უშედეგოდ: SU7 ელექტრომობილის მძღოლი გარდაიცვალა. ინციდენტის შემდეგ Xiaomi-ს აქციები 7.8%-ით დაეცა.