მარნეულში, რესტორანში 26 წლის მამაკაცი დაჭრეს - შსს-მ ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1996 წელს დაბადებული მ.შ. დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარნეულში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 1999 წელს დაბადებულ მ.ო.-ს ბასრი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებული მამაკაცი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით საავადმყოფოში მოათავსეს. პოლიციამ მ.შ. ბრალდებულის სახით, მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.