loader

"ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერებით დგინდება, რომ..." - სპეცოპერაცია თბილისსა და რეგიონებში, დაკავებულია 47 პირი, შსს-ში ბრიფინგი გაიმართა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერებით დგინდება, რომ..." - სპეცოპერაცია თბილისსა და რეგიონებში, დაკავებულია 47 პირი, შსს-ში ბრიფინგი გაიმართა

სამართალდამცველების მიერ, გასული 24 საათის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგადაც დაკავებულია 47 ნარკოდამნაშავე.

ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ უწყებაში ჩატარებულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, დაკავებულთა უდიდეს ნაწილს ნარკოტიკების რეალიზაცია, ხოლო ნაწილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა, უკანონო რეალიზაციის მცდელობა და ხელშეწყობა ედება ბრალად.