loader

"აივანზე გაათრია და დანით, დაახლოებით, 24 ჭრილობა მიაყენა... ქალი ადგილზე გარდაიცვალა“ - მილანში, 29 წლის მოდელი ყოფილმა პარტნიორმა მოკლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"აივანზე გაათრია და დანით, დაახლოებით, 24 ჭრილობა მიაყენა... ქალი ადგილზე გარდაიცვალა“ - მილანში, 29 წლის მოდელი ყოფილმა პარტნიორმა მოკლა

მილანში, 29 წლის მოდელი პამელა ჯენინი მისმა ყოფილმა პარტნიორმა, 52 წლის ბიზნესმენმა, ჯანლუკა სონჩინმა მოკლა.

იტალიური მედიის ცნობით, სასტიკი მკვლელობა ქალის საცხოვრებელ ბინაში მოხდა. კაცმა ქალს დანით 24 ჭრილობა მიაყენა.

ფემიციდი პამელას სახლის აივანზე მოხდა. მეზობელებმა ყველაფერი დაინახეს და გაიგეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

"კაცმა ქალი აივანზე გაათრია და დანით, დაახლოებით 24 ჭრილობა მიაყენა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა“, - წერს ადგილობრივი მედია.

აღნიშნული ფაქტის შემდეგ, ჯანლუკა სონჩინმა თვითმკვლელობა სცადა, თუმცა ის ახლა საავადმყოფოშია გადაყვანილი და სამართალდამცველების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.