loader

კომერციული ზღაპარი - როგორ იქმნებოდა "ვეფხისტყაოსნის" თრეილერი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კომერციული ზღაპარი - როგორ იქმნებოდა "ვეფხისტყაოსნის" თრეილერი

9 დაუძლეველი კარიბჭე, 9 დაბრკოლება და დაწყევლილი მიწები, სადაც ქაჯები ბინადრობენ... ტარიელი, ავთანდილი, ფრიდონი და ნესტან-დარეჯანი, რომელიც შავ-ბნელ ძალებს ქაჯეთის ციხეში ჰყავთ გამოკეტილი... "ვეფხისტყაოსნის"მიხედვით გაცოცხლებული ქაჯეთის ციხის ეპიზოდი, უამრავი დამატებული პერსონაჟი და კომერციაზე გათვლილი ზღაპარი. 5-წუთიანი თრეილერი, რომელიც ინტერნეტსივრცეში რამდენიმე დღის წინ გაჩნდა,  ჯაბა მიქაძემ და ლევან დაბრუნდაშვილმა 2 წლის წინ საკუთარი დანაზოგით გადაიღეს.  

ჯერ უცნობია, შეძლებს თუ არა რეჟისორი ფილმის დასრულებას. 9 მილიონი ლარი - დაახლოებით ამდენია საჭირო ფილმის გადასაღებად. თუმცა "ვეფხისტყაოსნის" თემა იმდენად საყვარელია ახალგაზრდა რეჟისორისთვის, რომ ადრე თუ გვიან ის მაინც შეძლებს ამ საქმის ბოლომდე მიყვანას.

როდის დაიწყება ან დასრულდება ფილმზე მუშაობა, ჯერ უცნობია. "ვეფხისტყაოსნის" მიხედვით გადაღებულ თრეილერს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. დღემდე უკვდავი პოემის სრული ვერსიის ეკრანიზაცია ვერავინ გარისკა. ერთადერთი ფილმი ამ თემაზე 1936 წელს გადაიღეს, სადაც მხოლოდ ქაჯეთის ციხის აღების ეპიზოდი მოხვდა. ლევან დაბრუნდაშვილის "ვეფხისტყაოსანი" კომერციაზე გათვლილი ექსპერიმენტი იქნება. საზოგადოების მხრიდან მოსალოდნელი კრიტიკისთვის რეჟისორები და მსახიობები მზად არიან.

ასევე იხილეთ:
- პირველი კადრები "ვეფხისტყაოსნის" პირველი ეკრანიზაციიდან
- "ვეფხისტყაოსნის" 5 წუთიანი თრეილერი მირჩევნია მილიონიან "აგვისტოს 5 დღეს" - ლევან დაბრუნდაშვილი