სუს-ი ფარულად გადაღებულ ვიდეო-აუდიო ჩანაწერებს აქვეყნებს: "- ესაა ჩემი ტვინის დასკვნა? - არ გჭირს, მაგრამ ვაწერინებ, რომ დაგენიშნოს პენსია"
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ყალბი სამედიცინო მოწმობის დამზადებისა და კომერციულ მოსყიდვაში დახმარების ფაქტებზე სამი პირი დააკავა.
ამის შესახებ სუს-ში გამართულ ბრიფინგზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა, ემზარ გაგნიძემ განაცხადა.