loader

"საბურთალოზე, ღამის საათებში, 12 ავტომანქანის საქარე მინები დააზიანეს და ავტომობილებში არსებული ნივთები მოიპარეს" - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საბურთალოზე, ღამის საათებში, 12 ავტომანქანის საქარე მინები დააზიანეს და ავტომობილებში არსებული ნივთები მოიპარეს" - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს?

პოლიციამ თბილისში მომხდარი 12 ავტომანქანის გაქურდვის ფაქტი გახსნა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2006 წელს დაბადებული ჯ.ქ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, ჯ.ქ.-მ საბურთალოს რაიონში, ღამის საათებში 12 ავტომანქანის საქარე მინები დააზიანა და ავტომობილში არსებული ნივთები მოიპარა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ჯ.ქ. დააკავეს. დაკავებულმა მის მიერ, 8 ოქტომბერს აფრიკის დასახლებაში ჩადენილი ქურდობის კიდევ ერთი ფაქტი აღიარა.

პოლიციამ ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს" - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.