loader

"ისევ იხრჩობა...გთხოვთ, გაავრცელოთ: ვიდეოში ასახულია ჰაერის უკმარისობის პროცესი" - რა ხდება მზიურში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ისევ იხრჩობა...გთხოვთ, გაავრცელოთ: ვიდეოში ასახულია ჰაერის უკმარისობის პროცესი" - რა ხდება მზიურში?

"გამარჯობა. გთხოვთ იქნებ გაავრცელოთ პოსტი! ისევ იხრჩობა თევზი მზიურში! ეს უკვე თითქმის ყოველ თვე ხდება.

მიზეზი ჰაერის ნაკლებობაა ტბაში. ბოლო სამი დღეა ვრეკავ ხან მერიაში ხან გამწვანების სამსახურში. 3 დღეა მეუბნებიან, რომ შეამოწმებენ.(არადა მშვენივრად იციან რა ხდება, ყოველ თვე ამავე მიზეზით ვრეკავთ დამსვენებლები).

გუშინ დადგეს შლანგი და მიუშვირეს ტბას. დღეს თევზი ისევ ამოვიდა..

ამასთან ერთად, აიღეს ბატების სახლი, 2 ბატი ხან წვიმაში ხან ქარში, არის გარეთ.

1 თვეა ვიხვეწებით ახალი სახლის დადგმას მათთვის. (ცალკე საკითხია, რომ არ არის შემოღობილი ტბა და პატრონიანმა დიახ-! პატრონიანმა !- ძაღლებმა 5 ბატი დაგლიჯეს).

აღარ ვიცი უკვე რა გზას მივმართოთ მზიურის დამსვენებლებმა.

p.s ვიდეოში ასახულია ჰაერის უკმარისობის პროცესი. დღეს გადაიღეს მზიურში. რამდენიმე თვის წინ იმ დონემდე მიიყვანეს, რომ ტონობით მკვდარი თევზი ამოზიდეს ტბიდან" - წერს მოქალაქე ანონიმურად "ფეისბუქ" ჯგუფში "ქალაქის პრობლემები" და ვიდეოს ავრცელებს.