loader

როგორ გაძარცვეს ლუვრი 10 წუთში - მშენებლების ფორმა ეცვათ, გამოიყენეს ხერხი და ძვირფასეულობა ყველას თვალწინ, მშვიდად მოიპარეს: დეტალები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ გაძარცვეს ლუვრი 10 წუთში - მშენებლების ფორმა ეცვათ, გამოიყენეს ხერხი და ძვირფასეულობა ყველას თვალწინ, მშვიდად მოიპარეს: დეტალები

19 ოქ­ტომ­ბერს მშე­ნებ­ლე­ბად შე­ნიღ­ბულ­მა სამ­მა მძარ­ცველ­მა, ვი­ზი­ტო­რე­ბის თვალ­წინ, ლუვ­რი გა­ძარ­ცვა. მათ ფას­და­უ­დე­ბე­ლი ნივ­თე­ბი მშვი­დად, დიდი ძა­ლის­ხმე­ვის გა­რე­შე მო­ი­პა­რეს. რო­გორც ფრან­გუ­ლი მე­დია წერს, ეს იყო "სენ­სა­ცი­უ­რი, ელ­ვი­სე­ბუ­რად სწრა­ფი ძარ­ცვა".

დი­ლის 9:30 სა­ათ­ზე, ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უ­მის გახ­სნი­დან ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში, მძარ­ცვე­ლე­ბი მი­ვიდ­ნენ შე­ნო­ბის იმ ფა­სად­თან, სა­დაც სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. სატ­ვირ­თო მან­ქა­ნის კი­ბით (რო­მე­ლიც იქ წი­ნას­წარ მი­იყ­ვა­ნეს) მე­ო­რე სარ­თუ­ლის ფან­ჯა­რას­თან ავიდ­ნენ, სა­ი­და­ნაც ლუვრში შეს­ვლა შეძ­ლეს. ბენ­ზინ­ზე მო­მუ­შა­ვე ხერ­ხით კი გაჭ­რეს ვიტ­რი­ნა, რო­მელ­შიც მო­თავ­სე­ბუ­ლი იყო ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბა.

"ჩვენ გვაქვს მუ­ზე­უ­მის ვი­დე­ოთ­ვალ­თვა­ლის სის­ტე­მის ჩა­ნა­წე­რე­ბი. არ­სე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი მი­უ­თი­თებს მძარ­ცვე­ლე­ბის მხრი­დან მომ­ზა­დე­ბი­სა და ორ­გა­ნი­ზე­ბის მა­ღალ ხა­რისხზე. მათ ძარ­ცვის­თვის 600 წამ­ზე ნაკ­ლე­ბი დრო დას­ჭირ­დათ", - აცხა­დებს საფ­რან­გე­თის კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრილუვ­რის შიდა სივ­რცი­დან გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­ში ჩანს ერთ-ერთი მძარ­ცვე­ლი, რო­მელ­საც აც­ვია სამ­შე­ნებ­ლო ობი­ექ­ტებ­ზე და­საქ­მე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი მწვა­ნე, ამ­რეკ­ლა­ვი ჟი­ლე­ტი და ხერ­ხის გა­მო­ყე­ნე­ბით მშვი­დად ჭრის ვიტ­რი­ნას, რო­მელ­შიც მო­თავ­სე­ბუ­ლია ძვირ­ფა­სი ნივ­თე­ბი. ვიტ­რი­ნე­ბის გა­სახ­სნე­ლად გა­მო­ი­ყე­ნეს ხერ­ხი, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბაც 1300 დო­ლა­რია. განაგრძეთ კითხვა