loader

რას ამბობს შალვა პაპუაშვილი სუს-ის მიერ ყოფილი მაღალჩინოსნების სახლების ჩხრეკის შემდეგ გავრცელებულ კადრებზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ამბობს შალვა პაპუაშვილი სუს-ის მიერ ყოფილი მაღალჩინოსნების სახლების ჩხრეკის შემდეგ გავრცელებულ კადრებზე?

რა თქმა უნდა, მძი­მეა ასე­თი სუ­რა­თე­ბის ნახ­ვა, რო­გორც წინა შემ­თხვე­ვებ­ში იყო, რო­დე­საც იყო რამ­დე­ნი­მე ასე­თი შემ­თხვე­ვა. მძი­მეა, ამი­ტომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რამ ყვე­ლა­ფე­რი დრო­უ­ლად გა­მო­ი­ძი­ოს, ყვე­ლა კი­თხვა­ზე გა­ე­ცეს პა­სუ­ხი,- ასე შე­ა­ფა­სა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა კად­რე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის, გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვი­ლის, ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძი­სა და მათ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პი­რე­ბის უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ჩხრე­კის შე­დე­გად გა­ავ­რცე­ლა.

ამას­თან, ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვა­ზე, ის, რო­გორც მა­კონ­ტრო­ლე­ბე­ლი ორ­გა­ნოს, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე, ხომ არ გრძნობს მომ­ხდარ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, პა­პუ­აშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ პარ­ლა­მენ­ტი არის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი მა­კონ­ტრო­ლე­ბე­ლი, სა­ვა­რა­უ­დო და­ნა­შა­ულს კი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა სა­მარ­თალ­დამ­ცავ­მა უწყე­ბებ­მა უნდა გა­უ­წი­ონ."სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი არის მთავ­რო­ბის და აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი მა­კონ­ტრო­ლე­ბე­ლი, ყვე­ლა პო­ლი­ტი­კურ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც მი­ი­ღე­ბო­და აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან, ჩვე­ნი სრუ­ლი მხარ­და­ჭე­რა ჰქონ­და, თუკი ად­გი­ლი ჰქონ­და რა­ი­მე და­ნა­შა­უ­ლებს, ეს უკვე გახ­ლავთ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის კონ­ტრო­ლი­სა და ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის ფუნ­ქცია“,- გა­ნა­ცხა­და პა­პუ­აშ­ვილ­მა.

ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა მას ასე­ვე მი­მარ­თეს კი­თხვით, რა­ტომ არ არი­ან ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი, რა­ზეც პა­პუ­აშ­ვილ­მა უპა­სუ­ხა, რომ ისი­ნი ენ­დო­ბი­ან პრო­კუ­რა­ტუ­რას, რომ უწყე­ბა სა­ჭი­რო დროს სა­ჭი­რო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს.

"მე მგო­ნია, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა კარ­გად ხე­დავს, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რა და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბი ბოლო პე­რი­ოდ­ში აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ო­ბენ სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით, იქ­ნე­ბა ეს ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლი თუ კო­რუფ­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლას, ამი­ტომ ამ მხრივ ჩვენ გვაქვს ნდო­ბა, რომ სა­ჭი­რო დროს სა­ჭი­რო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს მი­ი­ღე­ბენ, თუკი რა­ი­მე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არის ამ მხრივ მი­სა­ღე­ბი.

მთა­ვა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, რა­ზეც დგას „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“, ეს არის ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი, ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფოს გან­ვი­თა­რე­ბა. ყვე­ლა­ფე­რი, რაც ხელს უშ­ლის ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, ყვე­ლა­ფე­რი, რაც ხელს უშ­ლის ჩვე­ნი ხალ­ხის კე­თილ­დღე­ო­ბის ზრდას, ყვე­ლა ასე­თი სა­კი­თხი როცა ვლინ­დე­ბა, ამა­ზე უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ სა­უბ­რობს ხოლ­მე.“- გა­ნა­ცხა­და პა­პუ­აშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­ი­ჩხრი­კა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის, გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვი­ლის, ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძის, რო­მეო მი­ქა­უ­ტა­ძის, მი­ხე­ილ ჩო­ხე­ლის, ვანო და თორ­ნი­კე პარ­კა­უ­ლე­ბის, სან­დრო ლი­ლუ­აშ­ვი­ლის სახ­ლე­ბი - ამო­ღე­ბუ­ლია 7 მლნ 2 200 დო­ლა­რი, 136 000 ლარი და ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბა.