loader

მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს

ყოფილი პრეზიდენტი მიხიელ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს.

"საქართველოს ჰქონდა საგარეო პოლიტიკა გამსახურდიას დროს, ბევრად მეტი შევარდნაძის პრეზიდენტობისას, ჩემს დროს საქართველო გადაიქცა მნიშვნელოვან საერთაშორისო მოთამაშედ.

ახლა საქართველოს საგარეო პოლიტიკის შეფასება შეუძლებელია - რაც არ არსებობს, იმას ვერ შეაფასებ. შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს საგარეო პოლიტიკის სიკვდილის კონსტატირება.

საქმე იმაშია, რომ საბჭოთა კავშირის დროს საქართველოს სსრ-ს ჰქონდა საგარეო საქმეთა სამინისტრო. ის განთავსებული იყო მაშინდელი პლეხანოვის ძველებური შენობის რამდენიმე ოთახში. მინისტრს ერქვა გოგი ჯავახიშვილი.

როგორც კიევის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის სტუდენტმა, მეც გავიარე ორთვიანი სტაჟირება იქ. სტაჟირების დროს დავრწმუნდი, რომ სამინისტრო საერთოდ არაფერს აკეთებდა.

დღესაც, საქართველოს, როგორც მაშინ, აქვს საგარეო საქმეთა უწყება, რომელიც უფრო დიდ ძველებურ შენობაში იმყოფება და როგორც მაშინ, ის არაფერს აკეთებს.

საქართველოს აღარ გააჩნია სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი უმთავრესი ატრიბუტი, საგარეო პოლიტიკა, ის გარდაიცვალა" - წერს სააკაშვილი.