loader

"რაც გუ­შინ ტე­ლე­ვი­ზი­ით ვნა­ხეთ, და­უშ­ვე­ბე­ლია, ერის სირ­ცხვი­ლია, სა­მე­დი­ცი­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფაა... რო­დემ­დე უნდა გაგ­რძელ­დეს ასე­თი ძა­ლა­დო­ბა?" - ამირან გამყრელიძე ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რაც გუ­შინ ტე­ლე­ვი­ზი­ით ვნა­ხეთ, და­უშ­ვე­ბე­ლია, ერის სირ­ცხვი­ლია, სა­მე­დი­ცი­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფაა... რო­დემ­დე უნდა გაგ­რძელ­დეს ასე­თი ძა­ლა­დო­ბა?" - ამირან გამყრელიძე ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებაზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე აქ­ცი­ა­ზე, ექი­მ ვაჟა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა და აღ­ნიშ­ნავს, რომ მისი ამ ფორ­მით და­კა­ვე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფაა.

"ბა­ტო­ნი ვაჟა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი და ღირ­სე­უ­ლი წევ­რია სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­დი­ცი­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბის. გა­მორ­ჩე­უ­ლი თა­ვი­სი მა­ღა­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მით, ადა­მი­ა­ნო­ბით, პა­ტი­ოს­ნე­ბით, ჰუ­მა­ნიზ­მით, პატ­რი­ო­ტიზ­მით და ყვე­ლა იმ თვი­სე­ბით, რაც ექი­მებს ახა­სი­ა­თებთ. აღ­ნიშ­ნუ­ლი ვა­ჟამ მრა­ვალ­ჯერ და­უმ­ტკი­ცა თა­ვის ხალ­ხსა და ქვე­ყა­ნას. ამ ადა­მი­ან­თან ასე­თი ტი­პის მო­პყრო­ბა, რაც გუ­შინ ტე­ლე­ვი­ზი­ით ვნა­ხეთ, და­უშ­ვე­ბე­ლია, ერის სირ­ცხვი­ლია, სა­მე­დი­ცი­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფაა.

რო­დემ­დე უნდა გაგ­რძელ­დეს ასე­თი ძა­ლა­დო­ბა თა­ვის მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე? და­ვი­ჯე­რო, ვინც ამას ავა­ლებს და აკე­თებს, თვი­თონ სჯე­რა, რომ ეს ხალ­ხი, ვინც, თით­ქმის, ერთი წე­ლია რუს­თა­ველ­ზე დგას, მარ­თლა "ხალ­ხის მტრე­ბი" არი­ან?

ცუდ სპი­რალ­ში შე­დის ქვე­ყა­ნა და კი­დევ ერთხელ ვთხოვ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღე­ბებს, დას­ხდნენ მო­ლა­პა­რა­კე­ბის მა­გი­დას­თან და იქ გა­და­წყდეს სი­ტუ­ა­ცი­ის გან­მუხ­ტვის ნა­ბი­ჯე­ბი, გა­მო­სა­ვა­ლი ყო­ველ­თვის არ­სე­ბობს. გა­ვი­მე­ო­რებ, რაც მრა­ვალ­ჯერ დავ­წე­რე, რომ დათ­მო­ბა ყო­ველ­თვის სიბ­რძნის ნი­შა­ნი და უფრო ძლი­ე­რის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა ქვეყ­ნი­სა და მისი მო­მავ­ლის წი­ნა­შე.

თა­ვი­სუფ­ლე­ბა ვა­ჟას, გა­მორ­ჩე­ულ ექიმ­სა და პი­როვ­ნე­ბას და მას­თან ერ­თად მყოფ უკვე ათე­უ­ლო­ბით და­პა­ტიმ­რე­ბულ მო­ქა­ლა­ქეს!" - წერს ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე.

ცნობისთვის, წუ­ხელ, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე გა­მარ­თულ აქ­ცი­ა­ზე სხვა მო­ნა­წი­ლე­ებ­თან ერ­თად, ექი­მი ვაჟა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი და­ა­კა­ვეს.ასე­ვე, მე­დი­ა­ში ვრცელ­დე­ბა ვი­დეო, სა­დაც ჩანს, რო­გორ სვა­მენ ვაჟა გაფ­რინ­დაშ­ვილს სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ავ­ტო­მო­ბილ­ში. ასე­ვე, ჩანს, რომ მას პირ­ბა­დე უკე­თია და ის­მის პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი მას სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას რო­გორ აყე­ნე­ბენ.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე აქ­ცი­ის 20-მდე მო­ნა­წი­ლე ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით არის და­კა­ვე­ბუ­ლი, ხოლო ქალი, რო­მე­ლიც პო­ლი­ცი­ის ავ­ტო­მან­ქა­ნა­ზე ავი­და სის­ხლის სა­მარ­თლის წე­სით და­ა­კა­ვეს.