საქართველოს პროკურატურა დაკავების კადრებს ასაჯაროებს - უწყებამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი დააკავა
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, ანდრია ლილუაშვილი დააკავა. ამის შესახებ გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილემ, ბექა კვიციანმა, პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.