loader

"დაეწყო სისხლდენა და დაიცალა ბავშვი! დედაც არ შეუშვეს, აკივლებდნენ ბავშვს, დედასთან მინდა, მეშინიაო" - რას ჰყვება ახლობელი იმერეთში დატრიალებულ ტრაგედიაზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დაეწყო სისხლდენა და დაიცალა ბავშვი! დედაც არ შეუშვეს, აკივლებდნენ ბავშვს, დედასთან მინდა, მეშინიაო" - რას ჰყვება ახლობელი იმერეთში დატრიალებულ ტრაგედიაზე?

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და იმე­რეთ­ში. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 4 წლის თომა კუბ­ლაშ­ვი­ლი გლან­დე­ბის ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა. ინ­ფორ­მა­ცი­ას "ინფო იმე­რე­თი" ავ­რცე­ლებს.

ცნო­ბი­ლია, რომ ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ ბავ­შვი სახ­ლში გა­მო­წე­რეს, რის შემ­დე­გაც მდგო­მა­რე­ო­ბა გარ­თულ­და და დე­დამ ისევ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში წა­იყ­ვა­ნა, სა­დაც გარ­და­იც­ვა­ლა.

"რომ ჩაიყვანეს პატარა, აჩვენეს ფოტოზე გადაღებული, თუ რამდენი სისხლი ჰქონდა დაკარგული უკვე სახლში, ჩახედეს ყელში და კარგადაა ყველაფერი, ეგ რაც აწუხებდა მოიშორაო და 4 საათი დავაკვირდეთო, ბავშვი აჭიკჭიკეს, ალაპარაკეს, და მდგომარეობა სახიფათოდ ვერ შეაფასეს, არც ეხო გადაუღეს, რომ ფარული

სისხლდენა გამოერიცხათ! მერე, იქვე დაეწყო სისხლდენა და დაიცალა ბავშვი!... დედაც არ შეუშვეს და აკივლებდნენ ბავშვს. დედასთან მინდა, მეშინიაო!!!!! ვითომ მოსაწვავად უნდა გაეყვანათ, მაგრამ დააგვიანეს! ყველაფერი დააგვიანეს!" - ამბობს ოჯახის ახლობელი.