loader

რას ამბობენ კლინიკაში, სადაც 4 წლის ბავშვს გლანდების ოპერაცია გაუკეთეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ამბობენ კლინიკაში, სადაც 4 წლის ბავშვს გლანდების ოპერაცია გაუკეთეს

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და იმე­რეთ­ში. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 4 წლის თომა კუბ­ლაშ­ვი­ლი გლან­დე­ბის ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა. და­ღუ­პუ­ლი ბავ­შვის ოჯა­ხის ახ­ლობ­ლე­ბი მომ­ხდარ­ში ექი­მებს ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ. ამ­ბო­ბენ, რომ კლი­ნი­კა­ში ბავ­შვის მი­მართ გულ­გრი­ლო­ბა გა­მო­ი­ჩი­ნეს.

ცნო­ბი­ლია, რომ ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ ბავ­შვი სახ­ლში გა­მო­წე­რეს, რის შემ­დე­გაც მდგო­მა­რე­ო­ბა გარ­თულ­და. ახ­ლობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სახ­ლში მოს­ვლის შემ­დეგ ბავ­შვს სის­ხლის კოლ­ტე­ბი ამოჰ­ქონ­და, რის შემ­დე­გაც მშობ­ლებ­მა ბავ­შვი კვლავ კლი­ნი­კა­ში წა­იყ­ვა­ნეს და ექი­მებს მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ აც­ნო­ბეს. მა­ლე­ვე თომა კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა."რომ ჩა­იყ­ვა­ნეს პა­ტა­რა, აჩ­ვე­ნეს ფო­ტო­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი, თუ რამ­დე­ნი სის­ხლი ჰქონ­და და­კარ­გუ­ლი უკვე სახ­ლში, ჩა­ხე­დეს ყელ­ში და კარ­გა­დაა ყვე­ლა­ფე­რი, ეგ რაც აწუ­ხებ­და მო­ი­შო­რაო და 4 სა­ა­თი და­ვაკ­ვირ­დე­თო, ბავ­შვი აჭი­კ­ჭი­კეს, ალა­პა­რა­კეს, და მდგო­მა­რე­ო­ბა სა­ხი­ფა­თოდ ვერ შე­ა­ფა­სეს, არც ეხო გა­და­უ­ღეს, რომ ფა­რუ­ლი სის­ხლდე­ნა გა­მო­ე­რი­ცხათ!

მერე, იქვე და­ე­წყო სის­ხლდე­ნა და და­ი­ცა­ლა ბავ­შვი!... დე­დაც არ შე­უშ­ვეს და აკივ­ლებ­დნენ ბავ­შვს. დე­დას­თან მინ­და, მე­ში­ნი­აო!!!!! ვი­თომ მო­საწ­ვა­ვად უნდა გა­ეყ­ვა­ნათ, მაგ­რამ და­აგ­ვი­ა­ნეს! ყვე­ლა­ფე­რი და­აგ­ვი­ა­ნეს!"

"ჩა­უყ­ვა­ნი­ათ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში სის­ხლდე­ნით, ექიმს უთ­ქვამს და­ვაკ­ვირ­დე­თო და პა­ლა­ტა­ში გა­უშ­ვი­ათ, იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ მა­მას სის­ხლის ამო­ღე­ბუ­ლი კოლ­ტე­ბის ფოტო უჩ­ვე­ნე­ბია ექი­მის­თვის" - წე­რენ ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლე­ბი.

ჩვენ ვე­სა­უბ­რეთ კლი­ნი­კა გი­დის დი­რექ­ტორს დი­მიტ­რი მხე­ი­ძეს. სწო­რედ ამ კლი­ნი­კა­ში ჩა­უ­ტარ­და პა­ტა­რა ბი­ჭუ­ნას ოპე­რა­ცია. განაგრძეთ კითხვა