loader

“ან იბიზნესმენე, ან იპოლიტიკე — ორივეს ვერ გააკეთებ, როგორც ორ ბატონს ვერ ემსახურები” - რას წერს რამაზ ნოზაძე და ვის მიმართავს სპორტსმენი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ან იბიზნესმენე, ან იპოლიტიკე — ორივეს ვერ გააკეთებ, როგორც ორ ბატონს ვერ ემსახურები” - რას წერს რამაზ ნოზაძე და ვის მიმართავს სპორტსმენი

სპორ­ტსმე­ნი რა­მაზ ნო­ზა­ძე სოციალურ ქსელში, სავარაუდოდ, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გარშემო ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით "პოსტს" აქვეყნებს:

„როდესაც პოლიტიკოსი ხარ, შენ ბიზნესსა და ფულზე უფრო ღირებული ხარ! ამიტომ ან იბიზნესმენე, ან იპოლიტიკე — ორივეს ვერ გააკეთებ, როგორც ორ ბატონს ვერ ემსახურები," - წერს რამაზ ნოზაძე.

ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 1-მილიონიანი გირაო შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ეკა ბარბაქაძემ მიიღო.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ღარიბაშვილს სხვა დამატებითი ღონისძიებებიც დაუწესდა. კერძოდ კი, მას პასპორტი ჩამოერთვა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლა აეკრძალა.

დღევანდელ სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს.

პროკურატურა ყოფილი პრემიერის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 1 მილიონი ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას ითხოვდა. ამასთან, უწყება ღარიბაშვილის მიმართ დამატებითი ვალდებულებების დაკისრებასაც შუამდგომლობდა, მათ შორის, საქართველოს პასპორტის სამართალდამცავი უწყებისთვის ჩაბარებას და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრების აკრძალვას.

დაცვის მხარე აღნიშნულ შუამდგომლობას დაცვის მხარე დაეთანხმა.

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილსბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.