loader

"ვის გახსოვთ ეს “ჯაკუზი”? ყველა ეთერში რომ ატრიალებდნენ, ახალაიას კაბინეტში ჯაკუზი ქონიაო” - რას წერს ბაჩო ახალაიას მეუღლე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვის გახსოვთ ეს “ჯაკუზი”? ყველა ეთერში რომ ატრიალებდნენ, ახალაიას კაბინეტში ჯაკუზი ქონიაო” - რას წერს ბაჩო ახალაიას მეუღლე

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას ცოლი ანი ნადარეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"ვის გახსოვთ ეს “ჯაკუზი”? ყველა ეთერში რომ ატრიალებდნენ, ახალაიას კაბინეტში ჯაკუზი ქონიაო.

ანუ მაშინ იმდენად “ცალ-ცალი კალოშით” იყვნენ მოსულები, რომ ჯაკუზს და საშხაპეს ვერ არჩევდნენ ერთმანეთისგან, მხოლოდ “ჩეჩმა” ქონდათ ნანახი.

მაგრამ მაშინაც კი პატიოსნად მუშაობა მათთვის წარმოუდგენელი იყო — იმიტომ, რომ ვინც არასდროს ემსახურა ქვეყანას გულით,ვერასდროს მიხვდება, როგორ შეიძლება გიყვარდეს ქვეყანა ისე, რომ ხელი არ ჩაყო მის ჯიბეში და მილიონები და მილიარდები არ წამოიღო სახლში.

ფოტოზე: “ახალაიას ცნობილი ჯაკუზი” თავდაცვის სამინისტროში," - წერს ანი ნადარეიშვილი.