loader

“ახლახან შექმნა ოჯახი, ცოლი კი ამ დრომდე საავადმყოფოშია” - ვინ არის 19 წლის ბიჭი, რომელიც აბაშაში მომხდარ ავარიას ემსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ახლახან შექმნა ოჯახი, ცოლი კი ამ დრომდე საავადმყოფოშია” - ვინ არის 19 წლის ბიჭი, რომელიც აბაშაში მომხდარ ავარიას ემსხვერპლა

აბაშაში მომხდარ ავარიას 19 წლის ბაჩო ლასარეიშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.

„საშინელება ტრიალებს… ჩვენი ბაჩო დაიღუპა — 19 წლის, სიცოცხლით სავსე ბიჭი. ახლახან შექმნა ოჯახი, ცოლი კი ამ დრომდე საავადმყოფოშია და სიცოცხლისთვის იბრძვის,“ — გვითხრა ოჯახის ახლობელმა.

შეგახსენებთ, რომ 24 ოქტომბერს აბაშაში ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად ათი ადამიანი დაშავდა. სამს პირველადი დახმარება ადგილზე გაეწია, შვიდი კი სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს.

სამწუხაროდ, ერთი დაშავებული – ბაჩო ლასარეიშვილი – ექიმებმა ვეღარ გადაარჩინეს.