"ნასვამი ეგონათ... ბნელოდა და გავიხედე, ახალგაზრდა ეგდო ძირს უგონოდ" - რას ჰყვება მეზობელი გიგა ავალიანის შესახებ?
თბილისში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. სასტიკად არის მოკლული 26 წლის მასწავლებელი გიგა ავალიანი. მას გიგა საცხოვრებელ სახლთან დახვდნენ და თავის არეში მძიმე დაზიანება მიაყენეს.
შემთხვევა პირველ ოქტომბერს მოხდა. მას შემდეგ ახალგაზრდა კლინიკაში, კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. სოციალურ ქსელში მის დასახმარებლად ჯგუფიც შეიქმნა, სადაც უამრავი ადამიანი გაწევრიანდა. სამწუხაროდ ახალგაზრდას გადარჩენა ვერ მოხერხდა.
არსებული ინფორმაციით, ავალიანს სადარბაზოსთან რამდენიმე არასრულწლოვანი დახვდა, მათ შორის 16 წლის გოგო. დანაშაულის სავარაუდო მოტივად ეჭვიანობა სახელდება. მოკლული ბიჭის დედა წერს, რომ 16 წლის ნია ი-მ შეყვარებული "გიგასთან მიმოწერით აეჭვიანა", რასაც ქალის თქმით, ჩასაფრება და მკვლელობა მოჰყვა.
ვიდეო: "TV პირველი"