loader

ვრცელდება იმ ავარიის კადრები, რომელსაც 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა - სამტრედია-აბაშის გზაზე ერთმანეთს ოთხი ავტომობილი შეეჯახა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვრცელდება იმ ავარიის კადრები, რომელსაც 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა - სამტრედია-აბაშის გზაზე ერთმანეთს ოთხი ავტომობილი შეეჯახა

სოციალურ ქსელში ვრცელდება იმ ავარიის კადრები, რომელსაც 19 წლის ბაჩო ლასარეიშვილი ემსხვერპლა.

ავარია 24 ოქტომბერს სამტრედია-აბაშის გზაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ოთხი ავტომობილი შეეჯახა. დაშავდა ათი პირი, მათგან შვიდი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს, სამს კი დახმარება ადგილზე გაეწია.

19 წლის ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკაში გარდაიცვალა. მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები ჰქონდა. ავარიისა დროს დაშავდა დაღუპულის მეუღლეც.

ადგილობრივების თქმით, დაღუპულს ცოლი ახალი მოყვანილი ჰყავდა.

"ბაჩომ ახლახან შექმნა ოჯახი, ცოლი კი ამ დრომდე საავადმყოფოშია და სიცოცხლისთვის იბრძვის" - ამბობენ გარდაცვლილი ბიჭის ოჯახის ახლობლები.