მიხეილ სააკაშვილი მიმართვას ავრცელებს
მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში, "ფრონტერა რესურსის" ინვესტორებისადმი მიმართვას ავრცელებს:
"მე ვაქვეყნებ მიმართვას "ფრონტერა რესურსის" ინვესტორებისადმი, მას შემდეგ რაც ამ ამერიკული კორპორაციის დამფუძნებელმა, ნიკანდროსმა საჯაროდ დაიცვა ივანიშვილის სასტიკი დიქტატურა.
კარგად ვიცნობ ნიკანდროსს და მამულაშვილს, "ფრონტერას" ამჟამინდელ მმართველს. კახეთიდან და ოდესის ოლქიდან ისინი ყოველთვის იტყუებოდნენ, ხელოვნურად ბერავდნენ რა არსებულ ნავთობის და გაზის რესურსების მონაცემებს, რათა გაეზარდათ აქციების ფასი და მოეტყუებინათ ინვესტორები.
"ფრონტერა" ასევე მეგობრობს ნიკარაგუას ბრუტალურ დიქტატორთან, დანიელ ორტეგასთან, რომელმაც აღიარა "აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა".
ამ ბიზნეს კავშირით ზაზა მამულაშვილი უხეშად არღვევს საქართველოს არსებულ კანონმდებლობას და არის სისხლის სამართლის დამნაშავე საქართველოში.
ისინი ცდილობდნენ ასევე მოლდოვაში მსგავსი აფიორის გატარებას და მე მივწერე გასაფრთხილებელი წერილი ჩემს მეგობარს, მოლდოვას პრეზიდენტ მაია სანდუს.
ბატონები მამულაშვილი და ნიკანდროსი არიან ქართველი ხალხის თავისუფლების მტრები, დიქტატორების მეგობრები და ასევე საერთაშორისო აფერისტები.
იმედია ამ ჩემი განცხადებით ინვესტორები მიხვდებიან რომ მატყუარებთან აქვთ საქმე და დატოვებენ ამ აფერისტებს ფულის გარეშე." - წერს მიხეილ საალაშვილი.