ვრცელდება კადრები, რომლებიც ძლიერი მიწისძვრის დროს დააფიქსირეს - 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, თურქეთში შენობები ჩამოინგრა და ადამიანები დაშავდნენ
თურქეთის ბალიქესირის პროვინციაში მომხდარი 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად 19 ადამიანი დაშავდა, - ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი, ქემალ მემიშოღლუ სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისივე ინფორმაციით, ოთხი დაშავებული საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. დანარჩენების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
შეგახსენებთ, თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, გუშინ, ადგილობრივი დროით დაახლოებით 23:00 საათზე, ბალიქესირის პროვინციაში 6.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ბიძგები სტამბოლსა და რამდენიმე მიმდებარე პროვინციაში იგრძნობოდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად ოთხი შენობა ჩამოინგრა.