loader

"ბაჩო მეორე დღეს ქორწილში მეჯვარე უნდა ყოფილიყო.... ლიკას მდგომარეობა უმჯობესდებდა, ბავშვიც შეუნარჩუნდა" - რას ჰყვებიან აბაშაში ავარიის დროს დაშავებული ლიკა კუჭუხიძის ახლობლები? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბაჩო მეორე დღეს ქორწილში მეჯვარე უნდა ყოფილიყო.... ლიკას მდგომარეობა უმჯობესდებდა, ბავშვიც შეუნარჩუნდა" - რას ჰყვებიან აბაშაში ავარიის დროს დაშავებული ლიკა კუჭუხიძის ახლობლები?

გუშინ, საღამოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავარიის დროს დაშავებული 18 წლის გოგონა უკეთაა და მას ბავშვიც შეუნარჩუნდა.

22-1761640072.jpg

როგორც ახლობლები ამბობენ, ბაჩო მეორე დღეს ქორწილში მეჯვარე უნდა ყოფილიყო და წინა საღამოს მანქანა მორთო და ქორწილისთვის ემზადებოდა.

11-1761639071.jpg

აბაშაში მომხდარ ავარიას 19 წლის ბაჩო ლასარეიშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შემთხვევის შედეგად ათი ადამიანი დაშავდა. სამს პირველადი დახმარება ადგილზე გაეწია, შვიდი კი სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს.

სამწუხაროდ, ერთი დაშავებული - ბაჩო ლასარეიშვილი - ექიმებმა ვეღარ გადაარჩინეს. მისი მეუღლე კი ამ დრომდე კლინიკაშია. ლიკა და ბაჩო 4 თვის დაქორწინებულები იყვნენ.